გურჯაანის ვიცე-მერად გიორგი მინდორაშვილი დაინიშნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს პირველი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერის პოზიცია გურჯაანელმა გიორგი მინდორაშვილმა დაიკავა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავლწლიანი გამოცდილება აქვს.
„ძირითადად კომერციულ ორგანიზაციაბში ვმუშაობდი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. უკვე გვაქვს გათვლილი პრიორიტეტები, რომელზეც ვიმუშავებთ, მიდის საჯარო განხილვები. საკმაოდ კარგი ბიუჯეტი გვაქვს, ბევრი სოციალური პროექტი გაკეთდება. ყველაფერს მიზანმიმართულად განვახორცეიელებთ. “

გიორგი მინდორაშვილი ინფრასტრუქტურულ და ბიუჯეტურ საკითხებს უხელმძღვანელებს და ასევე აქტიურად იქნება ჩართული მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპების მუშაობაში.

| Print |
FaceBook Twitter Google