კორონავირუსით კიდევ 72 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4732 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4812 პაციენტი.
გარდაიცვალა 72 კოვიდინფიცირებული. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 795 847 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 731 996, გარდაიცვალა 11 212 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google