ლიეტუვა საქართველოს 50 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას გადასცემს
ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცეს 50,000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ამის შესახებ ფეისბუქზე ლიეტუვის საელჩო საქართველოში წერს .

„დღეს ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცეს 50,000 დოზა ფაიზერ-ბაიონტეკის, იგივე კომირნატის ვაქცინა.

ლიეტუვა აგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის ფარგლებშიც ივლისის თვეში საქართველოს უკვე გადმოეცა 15,000 დოზა ვაქსზევრიას, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინა“ – წერია საელჩოს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google