ერევანში გამართულ ძიუდოს ტურნირზე გიგი კეკვიაშვილმა ოქრო მედალი მოიპოვა
სომხეთის დედაქალაქში გამართულ კადეტ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის განცხადებით, ტურნირში 6 ქვეყნიდან 720 სპორტსმენი მონაწილეობდა.
„ტურნირი ჩატარდა სპორტის სასახლეში საერთაშორისო ფედერაციის ეგიდის ქვეშ. ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა გიგი კეკვიაშვილი, 46 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო ლუკა ტატიაშვილმა და ვერცხლის მედალოსანი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში ტატო უტიაშვილი. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

მისივე თქმით, სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან და ვარჯიშს ინტენსიურად აგრძელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ძიუდო /