გურჯაანის მერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და
მოქალაქეებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ბიუჯეტის პროექტი
საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარადგინა.
როგორც მან განაცხადა ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 4
მილიონი ლარით არის გაზრდილი და 21 მილიონს აჭარბებს.
„კანონმდებლობის შესაბამისად 15 ნოემბრამდე ეწოდება საკრებულოს
ბიუჯეტი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერძე და საჯარო განხილვა
გაიაროს. განხილვა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბიუჯეტი ძირითადად
მოხმარდება სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურას და განათლებას.“
მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტს საკრებულო განიხილავს და საფინანსო
დოკუმენტი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
მასალის გამოყენების პირობები