ყოველი 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განაცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი 100 ბავშვიდან 9 –ს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ყოველი 100 ინფიცირებულიდან კი 20 ბავშვია.

მისივე თქმით, პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე, ზრდასრულ ასაკში.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი შარშან არ იყო. ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ასეთი ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია, გადაიტანოს, არასწორია. ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მედიკოსის განცხადებით, ბოლო პერიოდში 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.

„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ციფრები ბავშვებში მზარდია. მაგლითად თუ პირველი და მეორე დღეს, იყო ერთი ან ორი ბავში, გუშინ უკვე რვა ბავშვი იყო აცრილი, რაც მართლა მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს პროცესი მზარდია“, - თქვა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google