600%-ით გაზრდილია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე - ჯანდაცვის სამინისტრო
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის
ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს
გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ,
ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების
ინფორმაციით, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს ზემოთ ჯამში 19 290
მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით
მეტია.
„იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. თუ
შევადარებთ ოქტომრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა.
მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ
ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39%
-იანი ზრდა დაფიქსირდა. 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო
სვანეთში. ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი
ადამიანი იცრება. საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, 60 წელს
ზემოთ 19 290მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით,
332,41%-ით მეტია. წამახალისებელმა პროგრამამ, რომ ვაქცინაციის
პროცესს შეუწყო საუბრობენ მედიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ
პენსიონერები იმუნიზაციაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან
გააქტიურდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით,
200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის
ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით
ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ
გაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები