კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /