თელავის #6 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე მშობლების მოთხოვნით გადავიდა
თელავის #6 და #9 საჯარო სკოლა ონლაინსწავლებაზეა გადასული. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, #9 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდებოდა,#6 საგანმანათლებლო დაწესებულება კი ონლაინსწავლების რეჟიმზე მშობლების სურვილის საფუძველზე გადავიდა.    "წინა კვირებთან შედარებით ეპითვითარება გაუმჯობესებულია. #9 სკოლაში ვირუსი პედაგოგებს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ,ამიტომ გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება #6 სკოლას,აქ  ყველა მოსწავლე მშობლებმა დაარეგისტრირეს ონლაინ სწავლებაზე, ეს მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით,ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან კლასია გადასული დისტანციურზე ან საგანი,"-აღნიშნა მრელაშვილმა.                                          ცნობისთვის,თელავის მუნიციპალიტეტში სულ 35 საჯარო სკოლაა.
| Print |
FaceBook Twitter Google