სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები - ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო მხარე, ასევე უსაფრთხოების მხარე.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორივე საკითხი თანაბრად გასათვალისწინებელია.

„რაც შეეხება უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან რაღაც აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით, ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან: ეს არის პოლიტიკური და უსაფთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google