ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, მისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა მისი შიმშილობის დასასრულებლად მისაღები პირობაა.

"გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის... მე ახლა ველოდები ექიმს და რა თქმა უნდა, [სააკაშვილის] გადასვლის პროცესს..." - თქვა ხოშტარიამ.

დღეს, 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიას შიმშლობის 17-ე დღეა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google