გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი, უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა
მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება,
ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +13 გრადუსია
მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები