კახეთში კორონავირუსით კიდევ 303 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1663 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 159, იმერეთი - 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც: 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 473, აჭარაში - 548, იმერეთში - 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 131, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 44, იმერეთში - 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 223 - აჭარაში. 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google