პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა შეწყვიტა
საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია. მადლობა ჩემს მომკითხველებს. ძალა ერთობაშია“, - წერს პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 16 ნოემბერს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google