პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინაშვილმა აღნიშნა, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დასთანხმდა.
„პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება. ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა მინაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google