აშშ–მ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს $300 000–ზე მეტი ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

აღჭურვილობა ქვეყანამ აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიიღო.
ესენია:2 სამაცივრე ავტომობილი ; 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ; 100 ცივი შენახვის ყუთი ;
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ; 220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი

| Print |
FaceBook Twitter Google