გიორგობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამანათი / ციხე /