კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი „კოტეხი“ გახდა
გურჯაანის სპორტკომპლექსში ქუჩის კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. მასში სხვადასხვა სოფლის გუნდები მონაწილეობდა.

სპორტკომპლექსის დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა.
„ეს იყო მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანარგვასთან დაკავშირებით. მონაწილეების ასაკი შეუზღუდავი იყო. მონაწილეობდნენ ქალაქ გურჯაანის, სოფელ ჩუმლაყის, ჩალაუბნის, ვაზისუბნის, არაშენდის და ბაკურციხის გუნდები. ტურნირის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი „კოტეხი“ გახდა. “

მისივე თქმით, გამარჯვებულებს სამახსოვრო თასი და საჩუქრები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google