მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად, 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს- ამირან გამყრელიძე
მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად მუშაობს 10-12 თვის განმავლობაში, -
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, 8 ათასამდე პირი არის
აცრილი „ბუსტერ“ დოზით.
„დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე „ბუსტერია“ ქვეყანაში
გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა
ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმით“ იყავი აცრილი,
„სინოვაკით“ თუ „ფაიზერით“. სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე
თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე „ბუსტერი“ და
მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით,
ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი
აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს,
უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“,-
აღნიშნავს გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები