გახარიას პარტია საკრებულოებში თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს
პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებში, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.

როგორც პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, მათ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს — “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” — შესთავაზეს, შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, რაც მათ ვერ მოახერხეს.

“ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპია საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება. ამიტომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციში როგორც “ოცნება”, ისე ენმ, მხარს დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს, პირველ ორ ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლები კი იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები”, — განაცხადა ქემოკლიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google