თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე დღეს ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა
ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.

ღონისძიების ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება.
„17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს - ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული ამბების მადლობლები ვართ, რადგან როგორც წესი, კრიტიკა ესმის მუდამ შორიდან. შესაბამისად, ახლა გავაგონებთ მადლობასაც. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, არ იქნება მსვლელობები, სიმბოლური მარშრუტი აქვს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google