საქართველოში, 60 წელს გადაცილებული ნახევარი მილიონი ადამიანია ვაქცინაციის გარეშე - ივანე ჩხაიძე
საქართველოში, 60 წელს გადაცილებულ პირებს შორის აცრილი მხოლოდ 29%-ია. 60-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ლეტალობის მაჩვენებელი კი 14 %-ს აღემატება, იმ ფონზე, როდესაც 35-იდან 55 წლამდე სიკვდილიანობის ნიშნული 4%-ს შეადგენს.

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ასაკოვანი ჯგუფი ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშაა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში მათი ჩართვა გადამწყვეტია.

„ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 14 ლეტალური გამოსავლით მთავრდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე უნდა გაკეთდეს. დღეისთვის, საქართველოში, 60 წლის ზემოთ, 500 000 ადამიანია ვაქცინაციის გარეშე. ესაა ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელთა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც, ლეტალობის მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი, 14%-ია. ყველაფერი უნდა გაკაეთდეს, რომ ამ ადამიანებს მაქციმალურად შევუწყოთ ხელი ინფორმაციის მიწოდებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 814 097 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 755 229, გარდაიცვალა 11 553 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google