კახეთში კორონავირუსით კიდევ 358 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1815 იკვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 202, იმერეთში - 997, ქვემო ქართლში - 330, შიდა ქართლში - 497, გურიაში - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 427, კახეთში - 358, მცხეთა-მთიანეთში - 139, სამცხე-ჯავახეთში - 152, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, მძიმე პაციენტია 1 698 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 40 193 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google