თელავის მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლევან ანდრიაშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
თანამშრომლებს ის მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ და პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა წარუდგინეს.

ლევან ანდრიაშვილმა თელაველებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხოლოდ გუნდური მუშაობით და მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციით იქნება შესაძლებელი შედეგზე ორინეტირებული რეფორმების განხორციელება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერი / ტელავი /