ომის საფრთხე ნარჩუნდება, საჭიროა აზერბაიჯანის შეკავება - ნიკოლ ფაშინიანი
აზერბაიჯანის ამჟამინდელი ქცევა - ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ სრულიად მსოფლიო წესრიგისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის შემდეგომი ეიფორიით აზერბაიჯანი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. „გამარჯვებულის უფლება“, რისი ადგილიც თანამედროვე სამყაროში არ არის.
მანვე განაცხადა, რომ ერევანი არ განიხილავს საკითხს დერეფნის ლოგიკის თაობაზე.

„თუკი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს: „დავდგებით, სადაც მოგვინდება“, რას ნიშნავს ეს მსოფლიო სამართლის თვალსაზრისით? მაშინ, ყველას შეეძლება დადგეს იქ, სადაც მოესურვება? იქნებ, თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც? ეს ყველაფერი უნდა გახდეს განხილვის თემა საერთაშორისო საზოგადოებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, არსებობს, თუ არა ახალი ომის საფრთხე, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ომის საფრთხე ნარჩუნდება.
„არსებობს აზერბაიჯანის აგრესიული საქციელი, რომლის შეკავებაც აუცილებელია, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“ , - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google