გასულ კვირაში, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6%-ით გაიზარდა
მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.
COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში.

გასული კვირის მონაცემებით, სიკვდილიანობა გაიზარდა წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში 29%-ით , ამერიკაში-19%-ით , ხოლო ევროპაში 3%-ით.
დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია, მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო. მათ მოჰყვებიან რუსეთი და თურქეთი.

| Print |
FaceBook Twitter Google