რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა იხსნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება და კვების ობიექტები, ე.წ მწვანე სტატუსის მქონე სტუმრების მიღებას 23:00 საათის შემდეგაც შეძლებენ.

„რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1–ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე და ისინი შეძლებენ თავისი აგდაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ“,–ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google