საქართველოში ვაქცინირებულები მოქალაქეები, სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პისიარ“ ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“,- აღნიშნავს ღიბრაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საზღვარი / ტესტი /