ეპიდემიოლოგიური კუთხით სურათი რთული რჩება - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, თუმცა, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აღინიშნება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი განიტვირთოს.
„ეპიდემიოლოგიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3000-ზე ოდნავ მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული კვირის იგივე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. მაღალ ნიშნულზე გარკვეული სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სექტორის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს. მობილიზებული რჩება 9112 საწოლი", - აღნიშნავს გაბუნია.

| Print |
FaceBook Twitter Google