გურჯაანის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დღეს გურჯაანის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცეს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ბიუჯეტი 21 მილიონ 271 300 ლარით განისაზღვრა და მთავარი პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა.

„ძირითადად თანხები გადანაწილდა ორგანიზაციულ კოდზე მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე. ისევ და ისევ პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა და სოციალური პაკეტი. პატარ -პატარა მატება ყველგან არის . ძირითადად ყურადღება მიექცევა სანიაღვრეებს , რეკრეაციული ზონებს, მინი სპორტული მოედნების მშენებლობას და ა.შ. სოციალურში 200 ათასამდე გვაქვს ზრდა და აქ ყვლაზე მეტი თანხა მრავალშვილიანებზე იქნება გათვლილი.“

ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაუჭირა.

| Print |
FaceBook Twitter Google