ბაკურციხეში კორონავირუსით არასრულწლოვანი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შშმ პირი იყო.
მას ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც. გარდაცვლილი სოფელ ბაკურციხის მკვიდრია, თუმცა წლების განმავლობაში, ის გურჯაანში, ბებიასთან ცხოვრობდა. ახალგაზრდას ვირუსი მძიმე ფორმებში ქონდა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google