მოპედის მართვის მოწმობის ასაღებად მხოლოდ თეორიული გამოცდა იქნება საჭირო
საქართველოს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „AM” კატეგორიის (მოპედის და კვადროციკლის) მართვის მოწმობის მისაღებად ,მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო. გამოცდაზე პირველი გასვლა უფასო იქნება.

უწყებისვე განცხადებით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით.

"AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, შემდეგ კი სავალდებულო გახდება.

საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დადგინდა მართვის მოწმობის ახალი კატეგორია „AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google