კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის
გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით
დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა.
აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
“ „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის
მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო
„ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც
პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც მოცემულმა ტელეარხებმა
საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს”, -აღნიშნულია კომისიის
განცხადებაში
ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,
საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს
წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო
დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება.
კომუნიკაციების კომისია განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ
„ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომისიამ
მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება
„ტელეკომპანია ქართულ არხს“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს
მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი
გაფრთხილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები