კახეთში კორონავირუსი 257 ადამიანს დაუდასტურდა
Sopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  835 306-ს შეადგენს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 225, შიდა ქართლი - 354, გურია - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333, კახეთი - 257, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.


| Print |
FaceBook Twitter Google