ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმეა - ივანე ჩხაიძე
ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმე რჩება, ინფიცირებულთა რაოდენობის მაჩვენებელი 5 ათასის ფარგლებში მერყეობს, ასევე ძალიან მაღალია გარდაცვლილთა მაჩვენებელი, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ერთი პოზიტიური რაც შეიძლება ითქვას - შემცირდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუ მეხუთე ტალღის პიკზე 56 ათასი აქტიური შემთხვევა იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 42 ათასამდე ჩამოვიდა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 850 102 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 792 158, გარდაიცვალა 12 119 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google