საქართველოში სრულად 1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად აცრილია.

NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1 პროცენტია.პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა; უშუალოდ 30 ნოემბერს აიცრა 11 999 ადამიანი. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 41.0 პროცენტია.

| Print |
FaceBook Twitter Google