როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე მუშაობს.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, კონცეფციის მიხედვით, რესურსცენტრები, რეგიონებში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელებად მოიაზრებიან.

„დაწყებულია მუშაობა რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები ხდებიან რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას. ეს არის სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google