კორონავირუსით კიდევ 72 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 796 453. კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.53%.

| Print |
FaceBook Twitter Google