კახეთში კორონავირუსით კიდევ 199 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1491 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც: 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google