სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

დაპირისპირება ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა სრული სამართლებრივი აბსურდია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე თითქმის ნახევარი საათია გრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google