სოფელ ვარდისუბანში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხვრებო ნივთები. ხანძრის შედეგად  კი სახლის მეპატრონემ ხელის არეში დამწვრობა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებშიც იმყოფებიან. მეხანძრე- მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google