ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანამსოფლელმა თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელის და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული.

მკირნალი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google