ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა
გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძემ
გახსნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე
დეპუტატებმა ორი კანდიდატი დაასახელეს: კახა ჯამბურია
("ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველო") და ევა ლომთაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა").
ფარული კენჭისყრის შედეგად, კახა ჯამბურია18 ხმით იქნა არჩეული.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს დეპუტატი ივანე ხაჩიძე, მეორე მოადგილედ „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს დეპუტატი გიორგი ღამბაშიძე, ხოლო
მესამე მოადგილედ სიმონ კვერნაძე იქნა არჩეული. კენჭისყრაში
მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარტია
„გახარია-საქართველოსთვის“ და „მესამე ძალა“ - ს წარმომადგენლებს.
საკრებულოს პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სამი
ფრაქციის შექმნას დაუჭირეს მხარი ესენია: ფრაქცია „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ და ფრაქცია „უკეთესი მომავლისაკენ“.
მასალის გამოყენების პირობები