გურჯაანის თოჯინების თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 14-დან 19 დეკემბერის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი სახელით, ,,მზიანი საქართველო,, ბაკურიანში გაიმართება.

თეატრის დირექტორის ნინო ნადირაძის განმარტებით, დასი ჟიურის წინაზე ახალი ,,საახალწლო სპექტაკლით,, წარსდგება.
„ჩვენი თეატრი ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც ბაკურიანში იმართება. მონაწილეობას იღებენ როგორც სახალხო, ასევე სახელმწიფო თოჯინების თეატრები. დასი საახალწლო სპექტაკლით წარსდგება მაყურებლის წინაშე . ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ გვაქვს ხშირად მსგავსი ფუფუნება. “

მისივე თქმით, ფესტივალი შემოქმედთა ასოციაცია ,,რევერანსის“ ინიციატივით ტარდება. მისი მიზანი თოჯინების თაეტრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, განვითარება, მათი ხელშეწყობა,ერთმანეთის შემოქმედების უკეთ გაცნობა, დამეგობრება და გამოცდილების გაზიარებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google