სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100- ლარით გაიზრდება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარით გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით იზრდება.

„სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარება გაიზრდება 100 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით“, – განაცხადა მან.

დღევანდელ სხდომაზე ომის ვეტერანების და ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც გაკეთდა განცხადებები.

| Print |
FaceBook Twitter Google