გურჯაანის იზოლატორში 41 წლის კაცი გარდაიცვალა
გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული 41 წლის კაცი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.  კაცი სამართალდამცველებმა მეუღლისა და სიდედრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააკავეს. შემთხვევა სამ დეკემბერს მოხდა. გარდაცვლილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google