2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დიდი რაოდენობა გავიდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%- ით არის გაზრდილი.

მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:

პოლონეთი - 29% (5908393); ჩინეთი - 26% (5469450); აშშ - 12% (971714); გერმანია - 13% (751810); ლატვია - 10% (1634827); ლიეტუვა - 44% (960928)
იაპონია - 12% (189844); დიდი ბრიტანეთი - 76% (702640).

| Print |
FaceBook Twitter Google