ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

უწყების ინფორმაციით, 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

| Print |
FaceBook Twitter Google