სოფელ კარდენახში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ცენტრალურ მაგისტრალზე, 'მერსედესის” მარკის ავტომობილს  ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის დროს მანქანაში მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა დროულად მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.  სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსისტემიდან გაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google