Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობაა 822 108.
კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.
მასალის გამოყენების პირობები